Sunday, May 29, 2016

პროექტი: “აფხაზეთი ჩვენი ტკივილია „

1.        პროექტის სახელი:   აფხაზეთი  ჩვენი ტკივილია
2.       მოკლე აღწერა:   აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემედგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია კოდორის ხეობის გარდა სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა.
3.       მონაწილეთა ასაკი:  14-15 წელი.
4.       ვადები / ხანგრძლივობა: 1 თვე.
5.       მნიშვნელობა / აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა გაიგონ თუ რამდენად მნიშვნელოვანია  აფხაზეთი საქართველოსათვის, რა ტკივილს განიცდის საქართველო და ქართველი ერი აფხაზეთისამ ლამაზი კუთხის დაკარგვით.
6.       მიზნები და შედეგები: მოსწავლეების მიზანია გაიგონ აფხაზეთის ისტორია, მოიძიონ ინტერნეტით, გამოიყენონ დამატებითი ლიტერატურა, გაეცნონ საქართველოს იმ დიდ ტკივილს, რომელსაც აფხაზეთი  ჰქვია.
7.       შეფასების საგანი და პროცედურები: გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებებს. დავაკვირდები თითოეულ მოსწავლეს თუ როგორ არის ჩართული  პროექტის მსვლელობის დროს, როგორ პრეზენტაციას მოაწყობს და რა მასალას შეაგროვებს. იხ.შეფასების რუბრიკა
8.       რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლეები წინასწარ ეცნობიან მასწავლებლის მიერ აფხაზეთის ისტორიას. 1918–1921 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. აფხაზთა სამეფოში სახელმწიფო ენა ქართული იყო, აფხაზეთის ეკლესიებში წირვა ლოცვაც ქართულად ტარდებოდა, აფხაზთა სამეფოს დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა.შესწავლილი აქვთ შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,აფხაზური  კანტანტა’’, ,,აფხაზი გოგოსდღიური“.
9.       სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: გამოვიყენებთ საქართველოს ისტორიის სახემძღვანელოს, კომპიუტერს და პროექტორს.
10.    სასწავლო პროექტის მსვლელობა: მოსწავლეებს საშინაო დავალებათ  ექნებათ,  მოიძიონ მასალები აფხაზეთის შესახებ. ჩავატარებ ღია გაკვეთილს და გავმართავთ პრეზენტაციას სლაიდებისა და აუდიო ჩანაწერების ფონზე.
11.     საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირისაქართველოს ისტორია და ქართული  ლიტერატურა.

ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.  

ქართ. VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.
12.    სარგებელი სხვებისთვის: ეს პროექტი სხვა მოსწავლეებში გამოიწვევს დაინტერესებას,   შეეცდებიან  ჩაერთონ  სხვადასხვა პროექტებში.

13.    პროექტის ხელმძღვანელი: ელისო ბლიაძე (ქართული ენისა და ლიერატურის მასწავლებელი)  elisoeliso33@gmail.com

No comments:

Post a Comment