სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება:,, ვაჟა-ფშაველა ბუნების შვილი
პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს ვაჟას ცხოვრებისა და
შემოქმედების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გაუღვივებს
ინტერესს ვაჟას შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს ცოდნას და
გააღრმავებს მათ წარმოდგენებს პოეტის მსოფლმხედველობაზე, მის ზნეობრივ
ღირებულებებზე. მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს. მოხდება მწერლის
ცხოვრების პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის
უნარები. ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად ვაჟას
შემოქმედებისადმი სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც
შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,
ურთიერთთანამრომლობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის
მოძიების და გამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი
რესურსები: ვაჟას
ნაწარმოებები, კომპიუტერი,
პროექტორი,ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მიკროფონი,
დიქტოფონი, ტელევიზორი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას.
თემის არჩევის შემდეგ ჯგუფები შედგება და კონკრეტული დავალებები განაწილდება.
პირველი აქტივობა: ვაჟას ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.
მესამე აქტივობა: მასწავლებლის დახმარებით და ინტერნეტის საშუალებით მწერლის
ახლობლებთან დაკავშირება და ინტერვიუს აღება.
მეოთხე აქტივობა: ვაჟას შემოქმედების მიმოხილვა.
მეხუთე აქტივობა: ვაჟას პოემების განხილვა
მეექვსე აქტივობა: მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება და ჩატარება.
მეშვიდე აქტივობა: ვაჟას ნაწარმოებების თეატრალური კოლაჟი.
მოსწავლეები მოამზადებენ და წარმოადგენენ სცენებს სხვადასხვა
ნაწარმოებებიდან.
მერვე აქტივობა: მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მოძიება,
გადმოწერა და ჩვენება.
მეცხრე აქტივობა: მოსწავლეები დახატავენ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან
სასურველ ადგილებს.
მეათე აქტივობა: ვაჟას ენის, თავისებური სტილისა და მხატვრული ხერხების
კვლევა.
მეთერთმეტე აქტივობა: ექსკურსიის ორგანიზება ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას
სახლ-მუზეუმში.
მეთორმეტე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
დაბალი
1-3 ქულა
|
საშუალო
4-6 ქულა
|
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
|
მაღალი
9-10 ქულა
|
სამუშაოს დაგეგმვის უნარი
|
სამუშაო სრულყოფილად არ არის დაგეგმილი
|
სამუშაო ნაწილობრივ არის დაგეგმილი
|
სამუშაოს გარკვეული ნაწილი კარგად არის დაგეგმილი
|
სამუშაო კარგად არის დაგეგმილი
|
ინფორმაციის მოძიებისა დაორგანიზების უნარი
|
მოიძიებს მცირე ინფორმაციას , მაგრამ არ
აქვს ორგანიზების უნარი
|
მოიძიებს მცირე ინფორმაციას და ნაწილობრივ
აკეთებს ორგანიზებას
|
მოიძიებს ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება, მაგრამ
ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას
|
მოიძიებს ინფორმაციას და აქვს ორგანიზების კარგი
უნარი
|
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
|
ჩართულობის სიხშირე მინიმალურია
|
ზოგჯერ ინტერესდება საკითხით
|
ინტერესდება საკითხით , მაგრამ არ აქვს ლიდერობის
უნარი
|
ჩართულობის სიხშირე მაქსიმალურია,
დაინტერესებულია საკითხით. აქვს ლიდერობის უნარი.
|
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ10.4. მოსწავლეს შეუძლია
დისკუსიისა და კამათის სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე
· წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გეგმას, ქმნის ტექსტის
რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.
· აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის
იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.
No comments:
Post a Comment